Sunday, May 3, 2015

ჩემი პორტფოლიო








ოცდამეერთე საუკუნეში მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. მოსწავლე  ეჩვევა დამოუკიდებელ მუშაობას,საკუთარი საქმიანობის მონიტორინგს,  საღ მსჯელობას და პრობლემის აღქმას, ინფორმაციის ეფქტურად მოპოვებას და გამოყენებას. ამ ყველაფრის განხორციელებაში მოსწავლისათვის ფასილიტატორი უნდა ვიყო მე, ბევრი საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მივიღე ინტელის სასწავლო პროგრამის ძირითადი კურსის განხილვისას.. მადლობა ტრენერს გაწეული მუშაობისთვის.

Saturday, May 2, 2015

მერვე დღეს საუბარი გვქონდა ფალსილიტაციის შესახებ. პროექტზ მუსაობის დროს მის მნიშვნლობაზე. ვიმუშავეთ წყვილებში ერთმანეთს გავუზიარეთ საკუთარი შეხედულებები ერთმანეთის პროექტის შესახებ.

Saturday, April 25, 2015

ტრენინგის მე-6 დღეს განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრების ნიმუშები.ვისწავლეთ დაკვირვების შედეგების წარმოდგენა ცხრილის სახით: ამ მონაცემების დიაგრამის სახით წარმოდგენა.

Sunday, April 19, 2015

დღეს ტრენინგის მეხუთე დღეა.
დავწყვილდით და ერტმანეთს გავუზიარეთ საკუთარი პროექტები, გავამახვილეთ ყურადღება დადებით მხარეებზე და მივეცით ერთმანეთს რჩევები ანუ დავამყარეთ უკუკავშირი. გამოვავლინეთ საუკეთესო პრეზენტაციის ავტორები. გავეცანით საავტორო უფლებებს.

Saturday, April 18, 2015

მრავალფეროვანია შეფასების ფორმები და ინსტრუმენტები. განვიხილეთ შეფასების მეთოდები, სტრატეგიები. ინსტრუმენტები.  საინტერესო და სახალისოც  კი იყო პროცესი. შეფასებას სასწავლო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს. შევიმუშავეთ შფასების დროში გაწერილი გეგმაც. თემის აქტუალურობის  გამო ყველა აქტიურად ვიყავით ჩართული. გავიგე ბევრი ახალი ინსტრუმენტი რომელიც შეფასების პროცესს გამიადვილებს და დამეხმარება პროექტის უკეთ წარმართვაში. შეფასების ინსტრუმენტების მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს მოსწავლის განვითარების პროგრესს.
პროექტები ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარების  განვითარებას. ის ხელს უწყობს მეტაკოგნეციას. პროექტის სწორ დაგეგმვას დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესის პროგრესისთვის. ავირჩიე პროექტის თემა, განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მიზნები, 21 საუკუნის რა უნარები განუვითარდებათ ამ პროექტით, რომელ სტანდარტებზე გავალ, სათითაოდ განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. მიხარია რომ ვხვდები თანდათან პროექტის წარმართვის უკეთეს წესებს და გასაგები ხდება მისი განხორციელება რაც მთავარია რა მხარე წარმოვაჩინო რომ ხელი შეეწყოს მოსწავლეების აზროვნების განვითარებას.