Saturday, April 18, 2015
პროექტები ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას. ის ხელს უწყობს მეტაკოგნეციას. პროექტის სწორ დაგეგმვას დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესის პროგრესისთვის. ავირჩიე პროექტის თემა, განვიხილეთ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მიზნები, 21 საუკუნის რა უნარები განუვითარდებათ ამ პროექტით, რომელ სტანდარტებზე გავალ, სათითაოდ განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ. მიხარია რომ ვხვდები თანდათან პროექტის წარმართვის უკეთეს წესებს და გასაგები ხდება მისი განხორციელება რაც მთავარია რა მხარე წარმოვაჩინო რომ ხელი შეეწყოს მოსწავლეების აზროვნების განვითარებას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment